1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი კიკბოქსინგში მოიპოვა ხელვაჩაურმა

1 ოქროს,2 ვერცხლის მედალი კიკბოქსინგში აი ასეთი შედეგებით დაბრუნდნენ დედაქალაქიდან ხელვაჩაურში სპორტსმენები.
საქართველოს 26 ჩემპიონატი კიკბოქსინგში ჩატარდა ქ. თბილისში 11-12-13 ნოემბერს. მასში მონაწილე 3-მა სპორტსმენმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ასახელა. ოქრო +18(დიდები) ჯაბა მემიშიშმა მოიპოვა, ვერცხლის მედალს დასჯერდა გოგა ნიჟარაძე ( 75 კგ. წონით კატეგორიაში) ამირან ბექირიში ( 60 კგ. წონით კატეგორიაში) კი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია სპორტსმენებს ულოცავს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!