1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს

   პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მსოფლიოში უკვე 26 წელია ამ თარიღს აღნიშნავენ. მას რამდენიმე წელია საქართველოც შუერთდა.

   საქართველოში, დღეის მონაცემებით, ოფიციალურად რეგისტრირებულია 4 ათას 600-ზე მეტი შემთხვევა. მათგან 3 ათას 400-ზე მეტი მამაკაცია. ათას 200-ზე მეტი კი ქალი. ამ ეტაპზე აივ-ინფექციაზე 45 ბავშვს მკურნალობენ.

  1 დეკემბერი 1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შიდსის პროგრამის მიერ ოფიციალურად იქნა გამოცხადებული შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება. 2013 წლის მონაცემებით მსოფლიოში აივინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვმა 35 მილიონს გადააჭარბა.