1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

1 დეკემბერი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შიდსის მსოფლიო დღედ 1987 წელს გამოაცხადა.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ, შიდსის მსოფლიო დღისათვის, 2016 წელს ახალი კამპანია "ვემხრობი! შიდსის დამარცხებას" (Hands Up For! #HIV) დაიწყო.
მისი მიზანი აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირება და დაავადების დამარცხებისთვის აუცილებელი ინტერვენციების გაფართოებაა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის მონაცემებით, შიდსით ინფიცირების 6038 შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფიცირებულთა შორის 4486 მამაკაცია, ხოლო 1552 ქალი.
აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2,058 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 809 შემთხვევით, იმერეთი 780 შეთხვევით და აჭარა 695 შემთხვევით.
საქართველოში 2015 წლიდან აივ მკურნალობის პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება.