05-07 ივლისს, ახალსოფლის სასპორტო სკოლის დარბაზში ტარდება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნანი კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში

05-07 ივლისს, ახალსოფლის სასპორტო სკოლის დარბაზში ტარდება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნანი კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში

2019 წლის 05-07 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის სასპორტო სკოლის დარბაზში ტარდება საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ნანი კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში 2005-2007წწ და 2008-2010წწ დაბადებულ გოგონათა შორის.ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ გორის, თბილისის, საგარეჯოს, ახმეტის, წეროვანის, ზესტაფონის, ქუთაისის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტები, ასევე ხელვაჩაურს ეწვევა თურქეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის ძიუდოსიტები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის სიგელებით, თასებითა და მედლებით.