ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, 12 საათზე.

საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან.

სხდომის დღის წესრიგი
1.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ზაზა დიასამიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი
თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

2.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს #15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ვახტანგ ლორთქიფანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

3.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის და დამტკიცების შესახებ“ 2021 წლის 03 დეკემბრის #69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი: ედნარ ფუტკარაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

4.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ“.
მომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

5.განკარგულების პროექტი-„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის სამმართველო“-ს დაფუძნებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.

მომხსენებელი: თეიმურაზ გაწერელია-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი

6.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი 22.22.11.477 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.

მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი

7.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

8.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტის პირობიანი სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საწყისი საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ”.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

9.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარფში მდებარე 4 999 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 29,75კვ.მ მიწის ფართის ობიექტის პირობიანი სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საწყისი საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ”.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

10.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარფში მდებარე 4 999 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 6კვ.მ მიწის ფართის ობიექტის პირობიანი სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საწყისი საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ”.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

11.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება კახაბერში მდებარე მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპაალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 აგვისტოს #გ-129. 129222353 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

12.განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ჩამოწერილი, უვარგისი, მწყობრიდან გამოსული გამოუყენებელი ტექნიკის განადგურებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“.

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების უფროსი

13. სხვადასხვა