ხელვაჩაურის მერის პირველი სამუშაო დღე

ხელვაჩაურის მერის პირველი სამუშაო დღე
ხელვაჩაურის მერის პირველი სამუშაო დღე
ხელვაჩაურის მერის პირველი სამუშაო დღე

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე დღეიდან ოფიციალურად შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. ,,მადლობა ჩემს ხელვაჩაურელებს გამოცხადებული ნდობისთვის, მჯერა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით, მონდომებითა და მუხლჩაუხრელი შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ჩემი მთავარი მიზანია ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას საზოგადოების მიერ გამოვლენილი პრიორიტეტების მიხედვით ვიხელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,, განაცხადა ზაზა დიასამიძემ.