ხელაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ხათუნა დიასამიძის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის თემის სამედიცინო პუნქტის მედდებთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს მოქალაქეთა ინფორმირება და პროგრამებში მეტი ჩართულობა წარმოადგენს.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე, ფრაქციის თავმჯდომარე დავით სამნიძე, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ედნარ ფუტკარაძე ესწრებოდნენ.