შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში ,,ჯეპარდი"

შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში ,,ჯეპარდი"
12 მარტს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ,,ინტელექტკლუბი-2021" ფარგლებში, შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში ,,ჯეპარდი", ონლაინ პლატფორმა "ზუმის"გამოყენებით ჩატარდა.
თამაშზე გამოყენებული იქნა სპეციალურად აღნიშნული თამაშისთვის დაწერილი სააზროვნო შეკითხვები სხვადასხვა თემატიკიდან. თამაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მას ინტელექტკლუბის მოაზროვნე სტუდენტები -ანრი დიასამიძე და ლუკა შუშანიძე უძღვებოდნენ.
თამაშის I საპრიზო ადგილის მფლობელი გიორგი ზოიძე გახდა, რომელსაც 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა საჩუქრად.
შემეცნებით-ინტელექტუალურ თამაშში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა.