ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი
ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი
ხელვაჩაურში ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი აღნიშნეს. მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თანამშრომლებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს. ღონისძიებას აჭარის არ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე თამარა კამენცევას საჩუქრად 500 ლარი, ხოლო ომში დაღუპული მოედინ ხუნდაძის ოჯახს 300 ლარი გადასცა.
76 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. მას დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეეწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.