უფასო სამედიცინო აქცია აჭარისაღმართის ამბულატორიაში

უფასო სამედიცინო აქცია აჭარისაღმართის ამბულატორიაში
სოფელ აჭარისაღმართის ამბულატორიაში მაჭახლის ხეობის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ წამყვანმა სპეციალისტებმა უფასო კვლევები და კონსულტაციები 100-მდე მოქალაქეს გაუწიეს.
აქციაში ჩართული იყო
კარდიოლოგი, ნევროლოგი, მეან - გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი და თერაპევტი.