უფასო გამოკვლევების აქცია სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში

უფასო გამოკვლევების აქცია სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და თვალის კლინიკა „ოკულუსმედის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში თვალის უფასო გამოკვლევების აქცია გაიმართა.
გამოკვლევებით 50-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
აქცია მერიის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება.