სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის შედეგები ცნობილია

სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამის შედეგები ცნობილია
,მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა დაფინანსება" პროგრამის ფარგლებში, მერის მიერ შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.
იხილეთ სია ბმულის სახით: ბმული
კომისიამ ჯამში 44 განცხადება განიხილა, აქედან 40-მა სტუდენტმა დააკმაყოფილა კონკურსით გათვალისწინებული მოთხოვნები. გამარჯვებული სტუდენტები მიმდინარე თვის ბოლომდე მიიღებენ დაფინანსებას 500 ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის შეფასების შესაბამისად. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მიიღეს დაფინანსება კომისიის მიერ დასაბუთებული პასუხი გაეცემათ. გისურვებთ წარმატებებს!