სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ბათუმში, შპს „ქვიშა ბათუმის” სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ღორღის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი.
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ღორღის) გადამამუშავება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ქვიშა ბათუმი”;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. ბათუმში, აკაკი შანიძის ქ. N 3;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა:
 2021 წლის 8 ნოემბერი 16:00 საათი. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მერიის შენობა.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. სკოპინგის ანგარიშათან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge