სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
????დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა ახალი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ გახსნა.
☑️სხდომას საბჭოს თავმჯდომარე ირმა მგელაძე უძღვებოდა, წარდგენილი იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრთათვის საბჭოს შემადგენლობის და უფლებამოსილებების გაცნობა.
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივნის არჩევა.
3. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
☑️საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებზე და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მერს, რეკომენდაციის სახით წარედგინება.
☑️სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით მერის 2022 წლის 9 ნოემბრის 128.128223132 ბრძანებით დამტკიცდა, იგი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის 14 წევრისაგან შედგება.