საკრებულოს სხდომაზე 12 საკითხი დამტკიცდა

საკრებულოს სხდომაზე 12 საკითხი დამტკიცდა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დასამტკიცებლად 12 საკითხი იყო წარდგენილი.
ცვლილება შევიდა დადგენილების პროექტში, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილის ზრდას მოიცავს, აღნიშნული თანხა სოციალური, ინფრატრუქტურული, სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით დაიხარჯება. დასამტკიცებლად ასევე წარდგენილი იყო 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში.
სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ორთაბათუმში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია დამტკიცდა.
დღესვე სხდომაზე ფარული კენჭისყრით, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მალხაზ სალვარიძე იქნა არჩეული.