საკრებულოს სხდომაზე სამ საკითხზე იმსჯელეს

საკრებულოს სხდომაზე სამ  საკითხზე იმსჯელეს
დღეს,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დასამტკიცებლად 3 საკითხი იყო წარდგენილი.
მათ შორის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს, წარდგენილი ანგარიშის თანახმად შემოსულობების მიმდინარე დაზუსტებული გეგმაა 3 834 542 ლარი, ფაქტიურ შემოსავლებმა კი შეადგინა 2 474 801 ლარი, პირველი კვარტლის გეგმა შესრულებულია 64.5 %.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია არსებული მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ იმსჯელეს.