ონლაინ ტრენინგ-კურსი ,,თხრობის ხელოვნება"

ონლაინ ტრენინგ-კურსი ,,თხრობის ხელოვნება"
17 აგვისტოს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგ-კურსის ,,თხრობის ხელოვნება" პირველი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.
კურსი საჯაროდ გამოსვლის, აუდიტორიის წინაშე წარდგომის წესების შესახებ ტრენინგით დაიწყო. ტრენინგები, თხრობის ტექნიკის საფუძვლების დაუფლების, პრაქტიკული დავალებებისა და მასტერკლასით 20 აგვისტოს დასრულდება.
ტრენინგ-კურსს უძღვება საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მთარგმნელთა კლუბისა და საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის წევრი, გამომცემლობა ,,ტალანტარეს" აღმასრულებელი დირექტორი- თამარ ნიკურაძე-აროშიძე.
ონლაინ-კურსში ,,თხრობის ხელოვნება", ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ახალგაზრდა მონაწილეობს.
მონაწილეებს, სწრებადობის გათვალისწინებით სათვალეების მაღაზიის/წიგნების მაღაზიის ვაუჩერები გადაეცემათ საჩუქრად.