მუდმივმოქმედი კომისიების სხდომების ჩატარების განრიგი

მუდმივმოქმედი კომისიების სხდომების   ჩატარების განრიგი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების სხდომები გაიმართება 27 აპრილს.
სხდომების ჩატარების განრიგი:
12:00 საათი- ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა.
14:00 საათი - გაერთიანებული სხდომა, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისია.
15:00 საათი - იურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა.
16:00 საათი - ბიუროს სხდომა.
სხდომების დღის წესრგი;
1.დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 მარტის #04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
მომხსენებელი: რეზო ვარშანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის უფროსი
2. დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში შპს „ფერა გრუპი“-ს მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.
მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი
3. დადგენილების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში შპს „ფერა გრუპი“-ს მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე.
მომხსენებელი: ზეინაბ კაკაბაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსი
 
 
4.განკარგულების პროექტი-„მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
 
5. განკარგულების პროექტი-„მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
 
6. განკარგულების პროექტი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
 
7. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მასზე საიჯარო საწყისი ქირის საფასურის დადგენის შესახებ“.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
 
8. განკარგულების პროექტი-„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.32.09.349) სერვიტუტის ვადის გაგრძელების შესახებ თანხმობის მიცემა.
მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ქონების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი