დღეიდან საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ

დღეიდან სამედიცინო ცენტრების გარდა აცრის ჩატარება სოფლადაც არის შესაძლებელი.
ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ.
გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა. წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მოსახლეობა სურვილისამებრ სინოფარმის, სინოვაკისა და ფაიზერის ვაქცინით იცრება.
დღეს, ვაქცინაციის პროცესს აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - კახაბერ ფუტკარაძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი - მზევინარ გათნაძე დაესწრნენ.
ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.