ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა 3 საკითხზე იმსჯელეს.
მათ შორის მოისმინეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ ანგარიში, წარდგენილი ანგარიშის თანახმად შემოსულობების მიმდინარე დაზუსტებული გეგმაა 3 834 542 ლარი, ფაქტიურ შემოსავლებმა კი შეადგინა 2 474 801 ლარი, პირველი კვარტლის გეგმა შესრულებულია 64.5 %.
დღესვე სხდომაზე ბიუროს წევრებმა მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია არსებული მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და მათზე საიჯარო ქირის საფასურის დადგენის შესახებ იმსჯელეს.