ზედა ჭარნალის ცენტრის მოწყობა

ზედა ჭარნალის ცენტრის მოწყობა

აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზედა ჭარნალის ცენტრის მოწყობის სამუშაოები. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მოეწყო ბეტონის საფარი.

პროექტი ითვალისწინებს არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაციას, ზედა ჭარნალის არასრულ საჯარო სკოლასთან ფერდსამაგრი კედლისა და მოაჯირის, ასევე მინი გასართობი ატრაქციონის მოწყობას. ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიცვლება ღობე და დამონტაჟდება სასმელი წყლის შადრევანი (ნიჟარა).

პროექტის ღირებულება 155 069 ლარს შეადგენს. სმუშაოებს კომპანია "სტანდარტ მეტრ ჯგუფი" ასრულებს.