ზებურ ბოლქვაძის სსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

ზებურ ბოლქვაძის სსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა

24-27 სექტემბერს ახალშენის საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის, აფხაზეთში გმირულად დაღუპული მფრინავი ზებურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურში. აღნიშნულ შეჯიბრში მონაწილეობდა 6 გუნდი. მე-3 ადგილზე გავიდა ფერიის საჯარო სკოლის გუნდი, მე-2 ადგილზე - ჩაქვის გუნდი და პირველი ადგილი დაიკავა ახალშენის საჯარო სკოლის გუნდმა. 
ტურნირის გამარჯვებულები, შესაბამისი ხარისხის სიგელებით და თასებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა დააჯილდოვეს.