ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო

ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამის განხორციელება. პროგრამა ითვალისწინებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ომის ვეტერანებისათვის 2019 წლის განმავლობაში ერთჯერადად 150 ლარის ოდენობის მედიკამენტებით დახმარებას. პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება განხორციელდება ვაუჩერის საშუალებით. პროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.
პროექტი მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, პროგრამა მერის 2019 წლის 22 მარტის #362 ბრძანებით შევიდა ძალაში.

ბრძანება (დანართებით) იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამის (,,ვეტერანთა მედიკამენტებით დახმარების პროგრამა“) განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 2019 წლის 22 მარტის №362 ბრძანება (დანართი 1) (დანართი 2)(დანართი 3) (დანართი 4) (დანართი 5)