ურეხში 23 ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა

ურეხში 23 ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადაეცა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან მინდია ბასილაძესთან, ხელვაჩაურის მომავალ მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან და ახალი მოწვევის საკრებულოს სიის პირველ ნომერთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად ურეხის სოციალურ სახლში 23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.
სოციალური სახლი კეთილმოწყობილია. თოთოეული ბინა უზრუნველყოფილია თანამედროვე ტიპის გათბობის და წყლის გამაცხელებელი სისტემებით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.ობიექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 432 ათას 788 ლარი დაიხარჯა.
ამ ეტაპზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში და ურეხის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლებში სტიქიის შედეგად დაზარალებული 73 ოჯახია საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. გასულ წელს 50 ეკომიგრანტმა ოჯახმა კაპრეშუმის სოციალურ სახლში დაიდო ბინა, წელს მათ რიცხვს ურეხის სოციალურ სახლში 23 ოჯახი შეემატა.
ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. კომისია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ბენეფიციარები შერეული კომისიის წევრებმა სპეციალური კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს.