ურეხის სოციალურ სახლში შესასახლებელ ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება გრძელდება

ურეხის სოციალურ სახლში შესასახლებელ  ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ურეხის სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებელ ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება გრძელდება. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის  1მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. განცხადებების მიღება 10 აპრილს დაიწყო.
     გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. 
    პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786 (მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი მშენებლობა მაისის თვისთვის დასრულდება.