უფასოდ გამოკვლევების აქცია ხელვაჩაურში

29-30 აგვისტოს, დილის 10 საათიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შარაბიძეებში მცოვრები მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
მოსახლეობას სამედიცინო ცენტრი „ჰერა“ მამოგრაფიაზე, შიდსა და C ჰეპატიტზე კვლევებს ჩაუტარებს.
აქცია უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით იმართება, რომელშიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები აქტიურად არიან ჩართული.
ამ პერიოდისათვის გამოკვლევა 50-მდე მოქალაქემ ჩაიტარა.