ტრენინგი ,,წვრილმანი ხულიგნობა-სამართლებრივი პასუხისმგებლობა"

2018 წლის 02 თებერვალს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. სემინარის თემას ,,წვრილმანი ხულიგნობა-სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი თვითშეგნება" წარმოადგენდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ადგილებში ჩადენილი მართლსაწინააღდეგო ქმედებების , სხვისი ნივთის ფარული დაუფლების/დაზიანების და სხვა კანონით დასჯადი ქმედებების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლით დადგენილი პასუხისმგებლობის სახეები. ყურადანღება იქნა გამახვილებული არასრულწლოვნების ასაკში ჩადენილ სამართალდარღვევების შემთხვევებზე და კანონით დადგენილ პასაუხისმგებლობის ზომებზე. სემინარი მოხალისეობრივ საწყისებზე ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტმა ანა მდინარაძემ. ანნა მდინარაძე შეხვედრას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე.