ტრენინგი თემაზე: ,,სამოქალაქო აქტივიზმი" ახალგაზრდობის ცენტრში

ტრენინგი თემაზე: ,,სამოქალაქო აქტივიზმი"  ახალგაზრდობის ცენტრში

    მიმდინარე წლის 19-20 ნოემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ტრენინგი ,,სამოქალაქო აქტივიზმი ადგილობრივ თვითმმართველობაში" ჩატარდა. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და მონაწილეობის ფორმებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

   ტრენინგის მსმენელებმა მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე აქტივობაში, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები და იმუშავეს ინიციატივებზე მუნიციპალიტეტში წარსადგენად. ახალგაზრდების გაეცნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების 2017 წლის ღონისძიებათა გეგმას და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. ტრენინგს უძღვებოდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა.

    პროექტში მონაწილეობდა 18-25 წლამდე ასაკის 20 ახალგაზრდა, რომლებსაც გადაეცათ ტრენინგზე მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმიანობის პროცესში.