ტრენინგი თემაზე ,,პროექტის წერა და მართვა"-ახალგაზრდობის ცენტრში

ტრენინგი თემაზე ,,პროექტის წერა და მართვა"-ახალგაზრდობის ცენტრში

17 იანვარს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "პროექტის წერა და მართვა". შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, რომლებიც გაეცნენ პროექტის წერის ტექნიკასა და პროექტის მართვის მეთოდიკას. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაერთიანდნენ ჯგუფებში და შეიმუშავეს მცირე კულტურულ-საგანმანათლებლო სახის პროექტები, რათა სამომავლოდ შეძლონ იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბება და წარდგენა. შეხვედრას უძღვებოდა მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე დეინა ვაისი. ტრენინგს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ახალგარზდა ესწრებოდა