ტრენინგი პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებისათვის

მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმებისათვის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა შეხვედრა/ტრენინიგი სახელწოდებით "c -ჰეპატიტისა და აივ ინფექციების ადრეული გამოვლინება და პრევენცია".
შეხვედრაზე განიხილეს აჭარის რეგიონში HCV, HIV, TB ინტეგრირებული სკრინინგის შედეგები, პრობლემები და მოსახლეობის გამოკვლევებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების გზები.
შეხვედრას უძღვებოდნენ პირველად ჯანდაცვაში C ჰეპატიტის, ტუბერკულოზის და შიდსის გამოვლენის ხელშეწყობის პროექტის დირექტორი უკა კილაძე, სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილე რუსუდან სალუქვაძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელვაჩაურის განყოფილების უფროსი ნატო ნაკაშიძე.