ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე

საქართველოში სტატისტიკის სისტემის წარმოება და გენდერული სტატისტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები, მონაცემების მოძიება, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შედეგები - ამ და სხვა თემებზე სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰილტონში“ ტრენინგი მიმდინარეობდა.
ტრენინგი ქ. ბათუმში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდაჭერილი პროექტის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ფარგლებში ტარდება. მასში მონაწილეობენ აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 13-15 მარტის ჩათვლით ატარებს ტრენინგს.