ტრენინგი გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

ტრენინგი გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

დღეს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელებმა მაია კუპრავამ და მამუკა გაჩეჩილაძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და მერიის სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე გურანდა დოლიძემ და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სულხან დუმბაძემ მოხსენება გააკეთეს საბჭოს მუშაობის შესახებ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და საბჭო შემუშავებულ დოკუმენტს საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.