თხილნარის N1 საჯარო სკოლაში მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდა

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით თხილნარის N1 საჯარო სკოლაში მხატვრულ-შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდა. ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღო 3-4 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა სხვადასხვა სკოლის 12 გუნდმა.
კონკურსანტები კომისიის წევრებმა შეაფასეს. მონაწილეებს ჯგუფური სამუშაოს შესასრულებლად 20 წუთი ქონდათ. კონკურსანტებმა შერჩეული ნაწარმოები წაიკითხეს და შემდეგ ილუსტრაციები გრაფიკული და ფერწერული სახით წარმოადგინეს. პატარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.