თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩატარდა

თხილის ბაღის გაშენებისა და მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ტრეინინგი ჩატარდა. საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები მუნიციპალიტეტში უწყების წარმომადგენლებს შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას უზიარებენ.
შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეოების მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ბასილაძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.