ტიტე აროშიძე ხელვაჩაურის თემის რწმუნებულებს შეხვდა

ტიტე აროშიძე ხელვაჩაურის თემის რწმუნებულებს შეხვდა

დღეს, ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მუნიციპალიტეტის თემის რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები. ტიტე აროშიძემ მოისმინა მათი მოსაზრებები, რომლებიც ასახული იქნება სამომავლოდ სამინისტროს პროგრამებში. როგორც მან აღნიშნა: "სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ფერმერების შემოსავლების ზრდა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისა და ფერმერების ჩართულობა სამინისტროს პროგრამებში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ რეგიონში ფერმერული მეურნეობების განვითარებას. ფერმერთა უშუალო საჭიროებებზე მორგებული მიდგომა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგებში დასაქმებულ ფერმერთა სტიმულირებას". 
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებსა და სამომავლო კოორდინირებულ თანამშრომლობის საკითხებზე.