ტიტე აროშიძე და ჯუმბერ ვარდმანიძე ერგეს მოსახლეობას შეხვდნენ

აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სოფელ ერგეს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა ერგეს ცენტრში გაიმართა.
მინისტრმა და მერმა მოსახლეობას ერთობლივად გააცნეს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები. ისაუბრეს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, საუბარი შეეხო თხილისა და ციტრუსის მოსავლის გასაღების ხელშეწყობის, ასევე სასოფლო-სამეურნო მიწის ნაკვეთების გრძელვადიანი იჯარით გაცემის საკითხებს.