სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა გრძელდება

გასულ კვირას მოსული უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების შემდეგ მიყენებული ზიანის შესწავლა გრძელდება.
ხელვაჩაურში ჯამში 40-მდე მეწყრული კერა დაფიქსირდა, მათ შორს 10 საცხოვრებელ სახლებთან ახლოს განვითარდა.
ამ ეტაპზე, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია და გეოლოგიური სამსახური სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობას სწავლობს ფერიის (მნათობი - ჯუმბერ აჩუგბა, ფერიის მეურნეობა - მალხაზ მიქელაძე), შარაბიძეების (მახვილაური - ბადრი დუმბაძე, ზანაქიძეები - ზია ფარტენაძე, სოფ. ხელვაჩაური - ლევან ფუტკარაძე, ზედა ერგე - გურამ ზაქარაძე), აჭარისწყალის (კიბე - იუსუფ თავდგირიძე, მაღლაკონი - ირინე იაკობაძე) და თხილნარის (მურმანეთი - რომან გულაბერიძე და ზვიად გულაბერიძე, თხილნარი - ლევან ვაშაყმაძე) ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და მეწყერსაშიშ ზონებში ფერდსამაგრი კედლების მოწყობას.