სოფლის ტურიზმის განვითარების ფესტივალი "განდაგანა" გაიხსნა

სოფლის ტურიზმის განვითარების ფესტივალი "განდაგანა" გაიხსნა

   დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა-2016“ გაიხსნა.
დეკორაციებით გაფორმებულ ფესტივალზე წარმოდგენილია აჭარული სოფელი თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი კოლორიტულობით. ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები მოეწყო. ღია ცის ქვეშ რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოთი, სუვენირებითა და ხალხური რეწვის ნიმუშებითაა წარმოდგენილი. საკუთარი კუთხე წარმოადგინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმაც. 
დღესვე გაიმართა ფოლკლორული კონცერტები, კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრებები. სტუმრებს ჭაჭის გამოხდის ნახვის საშუალებაც ქონდათ. 
საღამოს სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა და მუსიკალურმა ბრენდებმა-"ეგარი" და ,, ASEA SOOL” იზრუნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ ბათუმში მეორე წელია ატარებს. ფესტივალი აჭარული სოფლის პოპულარიზაციასა და სოფლად ტურიზმის სტიმულირებას უწყობს ხელს.