სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელვაჩაურში ფერმერებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ხელვაჩაურში ფერმერებს  შეხვდა

   დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან და საკრებულოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან იოსებ ბოლქვაძესთან ერთად მოსახლეობას მუნიციპალიტეტში 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად გამგეობის, საკრებულოსა და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამეტის ბიურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს მომსახურების ცენტრის შექმნას. აღნიშნული ცენტრში მოხდება ფერმერის მიერ ნამეტი პროდუქციის პირველადი დამუშავება, შეფუთვა და მისთვის საბაზრო სახის მიცემა. აღნიშნული ქვეპროგრამისთვის ბიუჯეტიდან 2 644 540 ლარია გათვალიწინებული. 
ხელვაჩაურის მოსახლეობა ასევე სარგებლობს მაღალეფექტური მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშერწყობის პროგრამით. თანადაფინანსების პრინციპით კაკლის ბაღების წარმატებით გაშენების მიზნით რეგიონის ფერმერებსა და აგრომეწარმეებს უკვე მიეწოდათ 25 344 ძირი კაკლის ნერგი. აქედან ხელვაჩაურში გაიცა 6894 ძირი.
ხელვაჩაურის მცხოვრებ ფერმერებს ასევე საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა კარტოფილისა და ნიორის სარგავი მასალის პროგრამაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერებს A კლასის ჰოლანდიური კარტოფილის სარგავის მასალის გარდა გადაეცათ სასუქი და ჰერბიციდები. 
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პრონციპით დარიგდა 101.5 ტ. - კარტოფილის სარგავი მასალის, 48 ტ. - ნიორის სარგავი მასალის, 15.250 ტ. - მინერალური სასუქის, 18.3 ტ. – NPK-ს, 197.5 ტ. ორგანული სასუქის, 256 ლ. -ჰერბიციდი. 
ხელვაჩუარის მცხოვრები ფერმერებისთვის ასევე მოქმედებს რძის მწარმოებელი, მევენახეობისა და მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა