სოფელ ზედა აგარში შიდა სასოფლო გზის მოწყობა მიმდინარეობს

ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზედა აგარში 400 გრძ. მ. შიდა სასოფლო გზის არმირებული ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის მეწყერსაშიშ მონაკვეთზე 30 გრძ. მ. ფერდსამაგრი კედელი მოეწყობა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისათვის მერიის ბიუჯეტიდან 39 907 ლარია გამოყოფოლი. ობიექტზე სამუშაოებს შპს "დაჩი" აწარმოებს.