სოფელ სარფში წყლის სათავე ნაგებობა და მაგისტრალი მოეწყო

სოფელ სარფში წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობა დასრულდა. ობიექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველთან ერთად დაათვალიერა. როგორც გაირკვა, უახლოეს პერიოდში იგეგმენა ობიექტის დატესტვა, რის შედეგად ის ექსპლუატაციაში ჩაირთვება.