სოფელ ქედქედში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო

სოფელ ქედქედში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში სასმელი წყლის მომარაგების სისტემის მოწყობა დასრულდა. გატარებული სამუშაოების შედეგად მოეწყო სამარაგო წყალშემკრები, წყლის გამწმენდი სალექარი რეზერვუარი, წყლის აუზი და საქლორატორო შენობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება სოფელ ქედქედში მცხოვრები 50 ოჯახი. ობიექტზე სამუშაოები შეასრულა შპს ,,ნაგომ’’. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 95 716 ლარი გამოიყო.