სოფელ აჭარისწყალში სასმელი წყლის მიწოდების სისტემის რეაბილიტაცია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობისა და სალექარის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით ლაბორატორიულად სუფთა წყლით მომარაგდება სოფელ აჭარისწყლის ცენტრში მცხოვრები 80 ოჯახი, ასევე აჭარისწყლის ბაღი, სკოლა და ადმინისტრაციული შენობა. ობიექტზე სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ნაგო’’. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 30 824 ლარი იქნა გამოყოფილი. ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე დასრულდება.