შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ხელვაჩაურში

2017 წლის 04 დეკემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება. შეხვედრის პირველ ნაწილში ახალგაზრდობის ცენტრის მიერ მოწვეულმა "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" ორგანიზაციის თავმჯდომარემ თომა კაკაბაძემ შეკრებილ ახალგაზრდებს, მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ესაუბრა თემაზე :"შეზღუდული შესაძლებლობები და გარემოში არსებული პრობლემები". შეხვედრზე ახალგაზრდებმა და მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისეებმა ბავშვებთან ერთად დაამზადეს საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებული ხელნაკეთობები. ღონისძიებაზე მოეწყო წარმატებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამსახველი ფოტო გამოფენაც.