"შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში მალე ეტლებისა და ხელჯოხების დარიგება დაიწყება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე არსამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდის" – (NAF) ხელმძღვანელს ნინო ავალიანს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ორივე მხარეს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახირციელებელ სხვადასხვა აქტივობაზე ისაუბრეს.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, არამობილ ხანდაზმულებს ეტლებს, ხელჯოხებს, ყავარჯნებს და გადასაადგილებლებს გადასცემს არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე დღესვე ხანდაზმულების საცხოვრებელ სახლში სარემონტო (შესაკეთებელ) სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს გადაეცა ხელსაწყოები.
დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პროგრამის ფარგლებში ხანდაზმულებთან საჭირო მცირე სარემონტო სამუშაებს მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის თანამშრომლები განახორციელებენ. გამგებლის ნადიმ ვარშანიძის გადაწყვეტილებით მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ გამგეობის თანამშრომელები ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილი იქნებიან. პროგრამაში საწყის ეტაპზე 17 ბენეფიციარია ჩართული, რომლებსაც მოხალისეები ფიზიკურ, ინფორმაციულ თუ მორალურ დახმარებას უწევენ.
უახლოეს მომავალში დაგეგმილია ბენეფიციარებისთვის სააღდგომო ნობათისა და ეტლების გადაცემა.
პროექტის ,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვიების უზრუნველყოფა“ ამ ეტაპზე საცდელია, რომელშიც ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტია ჩართული. იგი ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-სა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.