შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სხდომა. შეხვედრაზე განიხილეს 2018 წლის პროგრამები, რომლებიც მორგებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ასევე, აქტუალური პრობლემური საკითხები, და მათი მოგვარების გზები. არსებული პრობლემების ნაწილის მოგვარებისთვის საჭირო თანხა 2019 წლის ბიუჯეტით იქნება გათვალისწინებული. შეხვედრას ესწრებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, ხელვაჩაურის საკრებულოს, რესურსცენტრისა და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები.