შეწყვიტე ძალადობა ქალების მიმართ შეხვედრა ხელვაჩაურში

შეწყვიტე ძალადობა ქალების მიმართ შეხვედრა ხელვაჩაურში

,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“
არა ძალადობას!  - ამ კამპანიის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა.

   ოჯახში ძალადობა, მსხვერპლი და მოძალადე- ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. ამ თემაზე სასაუბროდ აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები, ხელვაჩაურში ქალთა ოთახში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს  შეხვდნენ.

  დღეს შეხვედრაზე ოჯახში ძალადობის სახეობები და მისი გამოვლენის ფორმები განიხილეს,  ასევე იმსჯელეს ვინ ითვლება ოჯახში მოძალადედ, რა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს მის გამოსავლენად და აღსაკვეთად,  რას გულისხმობს შემაკავებელი ან  დამცავი ორდერი. მოდერატორი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს კონსულტატი ნატალია ირემაძე იყო.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენის სტატისტიკაზე, რომელიც ბოლო წლებში მზარდია.

   ღონისძიების მიზანი იყო ,  საზოგადოების ინფორმირება და მათი უფლებების  გაცნობა. იგი  16 დღიანი აქციის ფარგლებში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა. ეს აქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.