შეხვედრა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით

შეხვედრა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით

დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ავთანდილ მესხიძე და რუსლან ქორიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამაუშავებელ საწამოების ხელმძღვანელებს, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს და მეციტრუსე ფერმერბს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართული მანდარინის ახალ ბაზრებზე ექსპორტირების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრას ხელვაჩაურის გამგებლის მ/შ ნოდარ ხალვაში ესწრებოდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით შეხვედრები უკვე გამართეს უკრაინის, ბელორუსის, ლიტვიის, ლატვიის, ესტონეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საინფორმაციო საკონსულტაციო დეპარტამენტის უფროსმა კარლო კეკლიძემ შეხვედრაზე პრეზენტაციის სახით წარმოადგინა შეხვედრების ამსახველი ფოტოები.