შეხვედრა სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან ხელვაჩაურის მერიაში

შეხვედრა სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან ხელვაჩაურის მერიაში

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მერიის სააქტო დარბაზში #51, #56 და #57 სამარშუტო ხაზების მძღოლებს შეხვდა. აღნიშნული სამარშუტო ხაზები მოიცავს მარშუტს ბათუმის ცენტრალური ბაზრიდან ზანაქიძეების, შარაბიძეების და ხელვაჩაურის სოფლების მიმართულებით. მძღოლები მოითხოვდნენ ქ. ბათუმში მოქმედი ახალი სატრანსპორტო რეგულაციების პირობებში, დაუტოვონ უფლება იმოძრაონ ჭავჭავაძის გამზირის გავლით. მუნიციპალიტეტის მერმა მძღოლებს გაუწია შუამდგომლობა ქ. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებთან. უმოკლეს დროში დაიგეგმება მძღოლების შეხვედრა ქ. ბათუმის მერის მოადგილესთან და სხვა სამსახურების წარმომადგენლებთან.