შეხვედრა სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან - II ეტაპი

შეხვედრა სამარშრუტო ხაზების მძღოლებთან - II ეტაპი

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ მოადგილეებთან ერთად მერიის სააქტო დარბაზში ხელვაჩაურის სამარშუტო ხაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთნ და მძღოლებთან შეხვდრის II ეტაპი გამართა. აღნიშნული სამარშუტო ხაზები მოიცავს მარშუტს ბათუმის ცენტრალური ბაზრიდან ხელვაჩაურის სოფლების მიმართულებით. წარმომადგენლები და მძღოლები, მგზავრების ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვდნენ ქ. ბათუმში მოქმედი ახალი სატრანსპორტო რეგულაციების პირობებში, დაუტოვონ უფლება იმოძრაონ ჭავჭავაძის გამზირის გავლით. შეხვედრაზე ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზე, მომდევნო კვირის განმავლობაში დაიგეგმება შეხვედრა, სადაც ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლების ჩართულობით, ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებისა და მძღოლების მონაწილეობით, მოხდება შეთანხმება სამარშუტო ტაქსების ბაგრატიონის, პუშკინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გადანაწილებასთან დაკავშირებით.